Monday, November 7, 2011

1. პროექტის სახელწოდება:
ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებები
2.პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1–2 წინადადებით:
შეისწავლის მოქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ფორმებსა და საშუალებებს.იკვლევს საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობების ხელისშემშლელ და ხელშემწყობ ფაქტორებს.
3.პროექტის აქტუალობა:
იკვლევს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს,მსჯელობს მმართველობის დემოკრატიულობაზე საქრთველოში.
4.პროექტის მიზნები:
ჩამოთვლის საკუთარ მიზნებს (მაგ: ვიყო განათლებული, მდიდარი,ჯამრთელი,ლამაზი,უსაქმური, ვიცხოვრო უსაფრთხოთ და ა. შ.) რომლებიც კარიერასთან არის დაკავშირებული;მსჯელობს მათ რეალურობასა და მიღწევის გზებზე.
საკუთარი შესაძლებლობისა და მზნების ანალიზის საფუძველზე ასახელებს საქმიანობის იმ სფეროს, რომელსაც სავარაუდოდო უკავშირებს საკუთარ მომავალს.
5. მონაწილეთა ასაკი:
14–15 წლის.
6.ვადები/ხანგძლივობა:
ორი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას.
შეიქმნება ბლოგი სადაც დაიდება მოსწავლეების მიერ მოტანილი მასალა
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
დაფა, ცარცი,ფურცელი, კალამი, მარკერი, ინტრენეტი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
დავყოფ კლასს ორ ჯგუფად,პირველ ჯგუფს დავავალებ მოიძიონ მასალები პრესიდან მოქალაქაობრივი ვალდებულებების დადებით მხარეზე, ხოლო მეორე ჯგუფს დავავალებ , აგრეთვე პრესის საშვალებით მოიძიონ უარყოფითი ინფორმაციები , მოქლაქეობრივი ვალდებულებების  შესახებ.
აფასებს ადამიანისა და საზოგადოების როლს სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.პრორქტი მიღწეულია თუ მოსწავლე ადამიანის რომელიმე მოთხოვნილებას შეუსაბამებს ადამიანის გარკვეულ უფლებას(მაგ: კვება–სიცოცხლის,შრომის და სხვა უფლებები; ურთიერთობა სიცოცხლის,სიტყვის,შრომის,უსაფრთხო გარემოს სა სხვა უფლებები და ა.შ.)
პროექტის პრეზენტაცია:
აქტივობა I .
I. ერთმხარეს დასხდებიან ისინი, ვისაც მასმედიით მოპოვებული ,,კარგი,, დადებითი ინფორმაცია აქვს, მეორე მხარეს ისინი ვისაც ცუდი, ,,უარყოფითი,, ინფორმაციები აქვს დაფიქსირებული.
აქტივობა II .გადაიხედება პრესაზე (საკმარისია ერთი გაზეთი), მოიძიება ადამიანის უფლებების დაცვის ან დარღვევის ამსახველი ფაქტები (5–5 შემთხვევა)
პრეზენტაციის შემდეგ შეეცადეთ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება მასალისადმი და ცუდი ამბები იმგვარად გააშუქოთ,რომ ამ ფაქტს კარგი მხარე მოუნახოთ და პირიქით.
აქტივობა III.დაადგინეთ მოპოვებული მასალიდან, რომელია ფაქტი და რომელი მოსაზრება.
პროექტის შემდეგ მოხდება მოსწავლის შეფასესება: აქტივობით,ჩართულობით,ზეპირი პრეზენტაციით,საკლასო ჯგუფური მუშაობით.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტს კავშირი აქვს ეკონომიკასთან.რომელიც იკვლევს ადამიანის ეკონომიკური საქმიანობის ძირითად სფეროსა და მათ ურთიერთკავშირს.

ჰუმანურ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო განათლება მოსწავლეს უნდა დაეხმაროს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე თავისი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში და ადამიანის უფლებების, მმართველობისა და ეკონომიკის განვითარების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან მისადაგებაში. საგნის სწავლებისას მას უნდა განუვითარდეს მნიშვნელოვანი სამოქალაქო უნარ-ჩვევები: საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება და დაცვა; საკუთარი საქციელის კრიტიკულად შეფასება; განსხვავებული აზრის, ეროვნების, სარწმუნოებისა და კულტურის მქონე ადამიანების პატივისცემა; საზოგადოებრივად  სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობა და კანონის პატივისცემა.
სამოქალაქო განათლება მოსწავლეს უნდა დაეხმაროს იდენტობის  განვითარებაში, თვითგამორკვევაში.  მისი სწავლების შედეგად მოზარდმა უნდა შესძლოს  საკუთარი თავის თუ სხვების სხვადასხვა კონტექსტის წევრებად აღქმა და პიროვნებებად  გაცნობიერება; მან უნდა გაიაზროს თავისუფლება, როგორც უფლება და იმავდროულად პასუხისმგებლობა და შეძლოს საზოგადოების, როგორც განსხვავებული ინტერესების, ღირებულებების, მოთხოვნილებების მქონე სუბიექტების ურთიერთკავშირებული კომპლექსური მთლიანობის გააზრება. რაც მთავარია, სამოქალაქო განათლების დახმარებით მოსწავლემ უნდა შესძლოს საკუთარი მომავალი საგანმანათლებლო თუ შრომითი გზის განსაზღვრა. 
სამოქალაქო განათლების დახმარებით მოსწავლე გაიაზრებს გარემოს დაცვის აუცილებლობას და მის კავშირს საზოგადოების მდგრად განვითარებასთან; აღმოაჩენს თუ რა მნიშვნელოვანია  მდგრადი განვითარებ თანამედროვე სამყაროს გადარჩენისთვის; მოსწავლემ უნდა ისწავლოს აქტიური მონაწილეობის მიღება  ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც კეთილგანწყობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, ურთიერთდახმარება, თანაზიარობა ცხოვრების წესია.
სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში მოსწავლემ უნდა: გააცნობიეროს  საქართველო, როგორც სახელმწიფო; აღიქვას საკუთარი თავი მის მოქალაქედ;  შეისწავლოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის ფორმები და საშუალებები; გაიაზროს დემოკრატიის, კონსტიტუციის, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის, როგორც სახელმწიფოს  სამართლებრივი  ბაზის  მნიშვნელობ გაიაზროს საკუთარ და სხვის უფლებებსა და პასუხისმგებლობებს შორის არსებული კავშირ და კონკრეტული ნაბიჯების გადადგას საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად; გაიაზროს ადამიანის/ბავშვთა უფლებების მნიშვნელობ და მათი დაცვისთვის განახორციელოს კონკრეტული ქმედებ; გააცნობიეროს ადამიანთა სპეციფიკური ჯგუფების უფლებების დაცვის მნიშვნელობა და მათი დაცვისთვის გადადგას კონკრეტული ნაბიჯების.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
talakhadzerusudani@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
talakhadzerusudani.blogspot.com